понедельник, 20 декабря 2010 г.
воскресенье, 25 июля 2010 г.
მოგზაურობა
1. პროექტის სახელი: ,, მოგზაურობა’’
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები აირჩევენ მათთვის საინტერესო ქვეყანას და დაიწყებენ მოგზაურობას.
3. პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ გეგმა არჩეული ქვეყნის შესახებ და გაითვალისწინონ, რომ გამგზავრება ხდება საგზურით. საგზურის ფასში შედის მხოლოდ სატრანსპორტო ხარჯები, კვების და გიდის მომსახურეობა, მიიღებენ რჩევებს მშობლებისა და პედაგოგებისაგან, გამოიყენებენ ცნობარებს, შეადგენენ ხარჯთაღრიცხვას. ასევე შეისწავლიან ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას და გაითვალისწინებენ შემდეგ მონაცემებს: ქვეყნის სამზარეულოს, მრეწველობას. დაამზადებენ დროშას და გერბს.
4. მონაწილეთა ასაკი: პროექტში მონაწილეობენ მე–7 კლასის მოსწავლეები.
5. ვადები/ხანგრძლივობა/ 2010–2011 სასწავლო წლის ნებისმიერი ათი დღე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მოსწავლეები ჯგუფურად ადგენენ გეგმას მოგზაურობის შესახებ. მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ მოსაზრებებს, საჯაროდ ახსნიან რამ განაპირობა ქვეყნის არჩევანი, რომელ სასაათო ზოლშია ქვეყნის დედაქალაქი.
7.მოსალოდნელი შედეგები:/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას/
მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ამ ქვეყნის შესახებ, მოახდენენ მათემატიკურ ანგარიშსს ამა თუ იმ საკითხის შესახებ, დაამზადებენ თემატურ ბუკლეტს მოგზაურობის სრული აღწერით და ვიზუალური ინფორმაციით.
8. სარგებელი სხვებისათვის:
ამ პროექტით დაინტერესებული პირი უკეთ გაიცნობს ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას. დამზადებული ბუკლეტით კი მოხდება დაინტერესება ამ ქვეეყნით.
9. სამუშაო ენა : ქართული.
10. საგნებთან/საგანთა ჯგუფებთან/სასწავლო ეროვნულ გეგმასთან კავშირი:
პროექტი განხორციელდება გეოგრაფიის , მათემატიკის, ხელოვნების და ინფორმატიკის პედაგოგების მხარდაჭერით. მოსწავლეებს ევალებათ წარმოადგინონ ხარჯთაღრიცხვა, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, საათობრივი ზოლის შესწავლა, ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში ბლოგის შექმნა, სხვადასხვა არქიტექტურული სტილის გაცნობა და გადაწყვეტილების დაცვა.
11. მონაწილეები სხვა სკოლიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ცირა ხაჩიძე.
13. პროექტის ფასილიტატორის ელ ფოსტა: c.xachidze@gmail.com
14. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: http://cxachidze.blogspot.com